პარლამენტი პროკურატურას ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით წერილს უგზავნის
საკანონმდებლო ორგანო პროკურატურას პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაინტერესებას სთხოვს. საუბარია კონსტანტინე გამსახურდიას საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ მასალებზე.
პირველი პრეზიდენტის ვაჟი ამტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს, და მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. მას 75 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, რომ კომისიამ პროკურატურას აღნიშნული წერილი უკვე გაუგზავნა.