საზოგადოება
უარყოფითად ვუყურებთ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას - საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი უკმაყოფილოა

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მიუღებელია ნეგატიურად განვითარებული წინასაარჩევნო კამპანია, სიძულვილის ენა და მუქარები. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ფაქტებს შესაბამისი უწყება გამოიძიებს.

„მიუღებელია, უარყოფითად ვუყურებთ საკმაოდ ნეგატიურად განვითარებულ წინასაარჩევნო კამპანიას. აქვე უნდა აღნიშნო, რომ ესეც არჩევანია, არჩევანი კანდიდატებისა, რომლებიც კამპანიაში მონაწილეობენ. მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რომელიც სხვადასხვა მიმართულებიდან და სხვადასხვა კანდიდატის მიმართ ისმის. ჩვენ იმედი გვაქვს, გამოძიება, რომელიც უკვე დაწყებულია მუქარასთან და სიძულვილის ენასთან დაკავშირებით, წარმატებით დასრულდება და უწყება ამას გამოიძიებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.