სამართალი
საქართველოში გამამართლებელი განაჩენის მაჩვენებელი 0,1 პროცენტს არ სცილდება

court,,ქრისტიან-დემოკრატიული’’ მოძრაობიდან პარლამენტის წევრის – ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეებში, გამამართლებელი განაჩენების თვალსაზრისით, კატასტროფული მდგომარეობაა. „უკვე რამდენიმე წელია 0,1 პროცენტს არ სცდება გამამართლებელ განაჩენთა მაჩვენებელი და პარალელურად იზრდება საპროცესო გარიგებების რაოდენობა. ადამიანები თანხმობას აცხადებენ, რომ აღიარონ დანაშაული მაშინაც კი, როცა არ ჩაუდენიათ, რადგან იციან, ნულოვანი შანსი აქვთ, რომ სასამართლოში სიმართლე დაიცვან“, - აცხადებს ლალიაშვილი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით, 2010 წელს კახეთის სასამართლოებმა 1000 სისხლის სამართლის საქმე განიხილეს. 764 საქმე საპროცესო შეთანხმებით დამთავრდა. არ დამდგარა არც ერთი გამამართლებელი განაჩენი.