საზოგადოება
დარეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა გაიზარდა. ამ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ჭელიძე ავრცელებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებათა რაოდენობა გაიზარდა, მის პროპორციულად მოიმატა განქორწინებებმაც.
„2007 წელს დაფიქსირდა 2 325 განქორწინების შემთხვევა, 2008 წელს – 3 189, 2009 წელს კი 4 030-მდე გაიზარდა. ეს არის ადმინისტრაციული წყაროდან მიღებული მონაცემები. ჩვენ ამას არ ვიკვლევთ. ინფორმაციას ვიღებთ სამოქალაქო რეესტრისდან“, – განაცხადა ჭელიძემ. მისივე თქმით, სტატისტიკის შეცვლის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი სამოქალაქო რეესტრში განხორციელებული რეფორმებია, რომელთა საფუძველზეც რეგისტრაცია გამარტივდა.