საზოგადოება
ჯარისკაცებო! არანაირი ჰააგის სასამართლო არ გემუქრებათ! სააკაშვილის პარტიამ ქართული არმიის დემორალიზაცია დაიწყო

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ჰააგის სასამართლოში დავა და სიმართლისათვის ბრძოლა სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გააქტიურდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე ჰააგაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მინდა, ყოფილ ხელისუფლებას შევახსენო, მტკიცებულებები, მათ შორის იმ ბომბების ფრანგმენტები, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს, სწორედ თეა წულუკიანისა და ჩვენი ხელისუფლების ხელმძღვანელობის მიერ იქნა შეკრებილი, ჩატარდა ექსპერტიზა და გაიგზავნა გამოძიებისთვის. ძირითადი მტკიცებულებები, რომელსაც შეეძლო საქმის მოგება, უყურადღებოდ იყო დატოვებული და ხშირ შემთხვევაში, დაკარგული. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ამის სისტემატიზება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ჯარი და ჯარისკაცების განწყობები საკუთარი პარტიის დასაცავად გამოიყენოს.

ვაგრძელებთ ბრძოლას ჰააგის სასამართლოში, იმ სიმართლისთვის, რომელიც ჩვენ მხარეს არის. ვხედავთნაციონალური მოძრაობისსრულიად უსირცხვილო და უპასუხისმგებლო პოზიციას, როდესაც ცდილობს, ჯარი და ჯარისკაცების განწყობები საკუთარი პარტიის დასაცავად გამოიყენოს. მინდა, მივმართო ჯარისკაცებს, რომ არანაირი ჰააგის სასამართლო თქვენ არ გემუქრებათ. გააგრძელეთ, დაიცავით თქვენი სამშობლო, თქვენ ხართ გმირები და ის, რასაც ტელევიზიით ამბობენ, თითქოს ჰააგის სასამართლოში საქართველო წააგებს და ამით რამე დაემუქრება რომელიმე ჯარისკაცს, ეს არის სიცრუე და ამის დაჯერება წარმოუდგენელია.

ჰააგის პროცესი მიდის წინ და ის სოლიდური მტკიცებულებები, რომელმაც საქმეში გარდატეხა შეიტანა, არის ჩვენი ხელისუფლების მიერ შეგროვებული. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს, მიუხედავად იმისა, რომნაციონალური მოძრაობაცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს პოზიციებს და ყველანაირად გამოიყენოს თავისი პარტიული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნაციონალური მოძრაობისდეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ჰააგაში მიმდინარე პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.