სამართალი
ლუსტრაციის შესახებ კანონი ძლიერ დარტყმას მიაყენებს სააკაშვილის პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას აპირებს. ამის შესახებ კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ თავის გვერდზე წერს და კოლეგებს მოუწოდებს, ინიციატივას შეუერთდნენ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონი საჭიროა, რომ ქვეყანა საბჭოთა წარსულს საბოლოოდ დაემშვიდობოს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას.

ლუსტრაციის კანონი!!! სასწრაფოდ!!! იმისათვის, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საბოლოოდ დავემშვიდობოთ საბჭოთა წარსულს, იმისათვის, რომ დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი, იმისათვის, რომ მომავალმა თაობებმა შეძლონ უკეთესი საქართველო შენება, იმისათვის, რომ ქვეყანამ იაროს პროგრესის გზით, პარლამენტში ვაპირებ ინიცირება გავუკეთო კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ. მივმართავ კოლეგა დეპუტატებს შემომიერთდნენ და ერთად გადავდგათ ეს ნაბიჯი“, – წერს დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში.