აქტუალური
გარემოვაჭრეებს 10-ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ

quchis_movachreebiგარემოვაჭრეებს დაჯარიმება ემუქრებათ. 10-ლარიანი ჯარიმის შემოღების ინიციატივა ბათუმის მერიას ეკუთვნის, თუმცა ის ყველა რეგიონზე გავრცელდება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, გარემოვაჭრე ფიზიკურ პირს 10 ლარით დააჯარიმებენ, თუ ის შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი აქტის მოთხოვნათა დარღვევით საქმიანობს. იმ შემთხვევაში, თუ გარევაჭრობაზე მოთხოვნებს იურიდიული პირი არ ასრულებს, მაშინ ის 25 ლარით დაჯარიმდება. დაჯარიმებაზე ოქმს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უფლებამოსილი პირი შეადგენს. კანონპროექტის განხილვა, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება.