აქტუალური
საქინფორმი: ცეცხლის წაკიდება, როგორც პოლიტიკური ბრძოლის საშუალება - ისევ ტყე იწვის, ამჯერად უკვე - იმერეთში!

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ცეცხლის წაკიდება საქართველოში დიდი ხანია, პოლიტიკური ბრძოლის ტრადიციულ საშუალებად იქცა. ხანძრები საზოგადოებაში ვითარებას ძაბავს, პანიკასა და დესტაბილიზაციას იწვევს, აგრეთვე, პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ანგარიშის გასწორების საბაბს იძლევა. ამ ტრადიციას სათავე დაედო პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, როდესაც თბილისის ოპერის თეატრი და შოკოლადის ფაბრიკა დაწვეს.

ცოტა ხნის წინანდელი ხანძრები თბილისში, როდესაც ბოლომდე დაიწვა რამდენიმე ბაზარი და სავაჭრო ცენტრი, ასევე შარშანდელი უპრეცედენტო ხანძარი ბორჯომის ხეობაში ყველას ახსოვს, მაგრამ არცერთი დამნაშავე არ დასჯილა, არცერთი ხანძრის მიზეზი დადგენილი არ არის! ამიტომ ადამიანები, რომლებმაც უკანასკნელი ქონება დაკარგეს, ბუნებრივია, მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებად იქცნენ.

და აი - მორიგი ხანძარი დღევანდელ ხელისუფლებასა და სააკაშვილს შორის გაქანებული პოლიტიკური დაპირისპირების დროს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის.

ხარაგაულის რაიონში, სოფელ საქასრიასთან ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამ დროისთვის დამწვარია დაახლოებით 1,5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.

ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს, თუმცა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი ჯერ კიდევ იწვის.

სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ბრიგადების შემადგენლობაშია 25 მეხანძრე-მაშველი. ადგილზე ასევე მუშაობენ იმერეთის სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები.