საზოგადოება
გამყოფ ხაზთან აქციის მონაწილეებმა რუს მესაზღვრეებს და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შიშველი საჯდომები აჩვენეს (ვიდეო)

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ და პოლიტიკური მოძრაობა „გირჩი“ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალების მიერ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის გავლების ფაქტს ერთად აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, შარვლები ჩაიხადეს და რუს სამხედროებს საჯდომი აჩვენეს (ვიდეო იხ. აქ).

აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. იქ, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ახალი ძელები დაამონტაჟეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ მობილიზებული. პოლიცია გარკვეულ პერიმეტრს იცავდა, რათა პროვოკაციები თავიდან აერიდებინა და ახალგაზრდები, მათივე უსაფრთხოების მიზნით, ღობესთან არ მიეშვა. საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს იმყოფებოდნენ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებიც, რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:

- აღდგეს ქართული საგუშაგოების ფუნქციონირება საოკუპაციო ზოლებში. ამით შევძლებთ წინასწარ აღვკვეთოთ ან შევაკავოთ მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებისა და გატაცების ფაქტები.

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააძლიეროს თანამშრომლობა და იყოს მუდმივ კოორდინაციაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან საქართველოში. სწორედ მათი პირდაპირი მოვალეობაა კონფლიქტის ზონაში მცხოვრები პირებისთვის უსაფრთხო ცხოვრების აღდგენის ხელშეწყობა და შესაბამისი ევროპული სტრუქტურების ინფორმირება კონფლიქტის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აწარმოოს პარტნიორი სახელმწიფოებისა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური და დროული ინფორმირება დეფაქტო მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გაბმის ან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებისა და გატაცებების ფაქტების შესახებ.

სამოქალაქო მოძრაობარუსეთი ოკუპანტიაუერთდებაგირჩის“ მოთხოვნას - გაიზარდოს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის დაფინანსება..