რელიგია
საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში წარმართონ.
„ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში თავისი შვილის ჯვრისწერასთან დაკავშირებით იყო მოსული და პატრიარქმა დალოცა მისი ოჯახი. ვერ გეტყვით, კონკრეტულად ვინ რა თქვა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, წინასაარჩევნო პროცესი მშვიდობით წარმართონ, რომ ოპონირება თუ კრიტიკა არ გადადიოდეს შეურაცხყოფასა და ცინიკურ დაპირისპირებაში. ამისკენ მოუწოდა მისმა უწმინდესობამაც შეხვედრაზე“, – განაცხადა მეუფე შიომ.