აქტუალური
თბილისში ნორვეგიის საელჩო გაიხსნება

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინე ერიქსენ სორეიდემ განაცხადა, რომ ოსლო 2019 წელს თბილისში საელჩოს გახსნას გეგმავს. ქვეყნის საგარეო უწყების გადაწყვეტილებით, დაიხურება ბაქოში მოქმედი საელჩო და აზერბაიჯანს დაფარავს ნორვეგიის წარმომადგენლობა თურქეთში. ნორვეგიის საელჩო აზერბაიჯანში 1998 წლიდან ფუნქციონირებდა, იგი აკრედიტებული იყო ასევე საქართველოშიც.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, თბილისში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ნორვეგიის ისტერესების საერთო შეფასებისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან კავშირების საფუძველზე.

საქართველო ევრაზიის რეგიონში ჩვენი პრიორიტეტული პარტნიორია. მრავალი წლის განმავლობაში იგი რეფორმების კურსს მიჰყვებოდა, რამაც ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოვა, - განაცხადა ინე ერიქსენ სორეიდემ.