პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ღიად აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი ცხინვალის რეგიონში მისმა ხელისუფლებამ დაიწყო! (ვიდეო)

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, რომელშიც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო (ვიდეო იხ. აქ).

მინდა გითხრათ ამ კითხვაზე, განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისთვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკოტროლებდით, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს თათბირზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ვიდეოჩანაწერი ასახავს 2008 წლის 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიისთვის მიცემული ჩვენების ფრაგმენტს, მისგან ხელმარჯვნივ მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ზის, რომელიც დღეს „ნაცმოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატია.