საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ქვეყნის დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
გიგი უგულავა ჰელსინკიში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე იმყოფება. პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე უგულავა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობასა და მეორე ტურისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე საუბრობს.
"ამ დროისთვის ჯერ ისიც არ არის ცნობილი, თუ როდის დანიშნავენ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, მაგრამ როცა იქნება, ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. გრიგოლ ვაშაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ რიგგარეშე, პროპორციული არჩევნები ჩატარდეს. დეოლიგარქიზაცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით უნდა დაიწყოს და შემდეგ უკვე რეალური ძალაუფლება განსაზღვროს ხალხმა", - აცხადებს გიგი უგულავა.