აქტუალური
ძალიან მკაფიო გზავნილები გაჟღერდა ჩვენი ბრიტანელი პარტნიორებისგან, ალან დუნკანმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ქმედება! - დავით ზალკალიანი

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. ძალიან მკაფიო გზავნილები გაჟღერდა ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მხრიდან, ალან დუნკანმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

.. ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით გვქონდა სერიოზული კონსოლიდაცია და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ. ჩვენი ყველა საელჩო და წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში არის ინსტრუქტირებული, რათა მოახდინოს აღნიშნული საკითხის აქტუალიზება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებთან დაკავშირებით საუბარი იქნება უახლოეს დღეებში სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.

ჩვენ გვექნება ამაზე საუბარი ეუთო- მუდმივი საბჭოს ფორმატში, გვექნება საუბარი მომავალ კვირას ევროპის საბჭოს კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს, ასევე ორმხრივ ფორმატებში ამას ძალიან აქტიურად ვაყენებთ. დღეს გვქონდა აღნიშნულ საკითხზე საუბარიუორდროპის დიალოგისფარგლებში. ძალიან მკაფიო გზავნილები გაჟღერდა ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მხრიდან. სახელმწიფო მინისტრმა დუნკანმა დაგმო ეს პროცესი. მან მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედება. მსგავსი განცხადება გაკეთდა ასევე ევროპის საბჭოს მონიტორინგის დელეგაციის მხრიდან და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზაციას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.