პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ ის არასახარბიელო მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა, აშშ-ს კი არა, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს! - საქინფორმი

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. 2012 წლის შემდეგ საქართველოში მანკიერი ტენდენცია დამკვიდრდა - ხელისუფლების ყოველ ახალ შეცდომაში ხმადაბლა და ჭკვიანური გამომეტყველებით ამერიკის დადანაშაულება. აქაოდა, ჩვენები სიხარულით მოიქცეოდნენ სხვაგვარად, მაგრამ რა ექნათ - ამერიკამ თავისი ელჩის მეშვეობით ასებრძანაო! სააკაშვილი მშვიდობიანად გაუშვეს ქვეყნიდან, დანაშაულებრივი პარტია ენმ არ აკრძალეს და პარლამენტში გაიყვანეს, სახელმწიფოში სამართლიანობა არ აღადგინეს, არ დასაჯეს ქურდები და მკვლელები, რომლებიც კომფორტულად განაგრძობენ ძალოვან სტრუქტურებში მუშაობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოპარული თანხებით ფუფუნებაში ცხოვრებას - აქაოდა, ყოველივე ეს ვაშინგტონის ინსტუქციებია, წყეულიმც იყოსო! და მთელი 6 წელი „ქართული ოცნება“ თითქოს უმტკიცებდა ამერიკას, რომ რუსული პროექტი არ არის, ამიტომაც იძულებული იყო, ელანძღა რუსეთი, რომელსაც სხვა ვითარებაში დიდი ხნის წინ შეურიგდებოდა!

     სინამდვილეში ეს ყველაფერი ღატაკებისთვის განკუთვნილი ზღაპრებია. არა, არავინ უარყოფს, რომ საქართველოში დასავლეთის რეკომენდაციებს ემორჩილებიან, თანაც არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ევროკავშირის, ნატოს, სტრასბურგის სასამართლოს - ყველას რა ჩამოთვლის. მაგრამ განა როდისმე ვინმეს გასჩენია შეკითხვა - რა მოხდება, თუკი საქართველოს ხელისუფლება არ დაუჯერებს კურატორებს და არ გაითვალისწინებს მათ რეკომენდაციებს?! არაფერიც არ მოხდება! ნუ, შესაძლოა, ნატოში და ევროკავშირში არ მიგვიღონ, სადაც საქართველოს ისედაც არ იღებენ! იქნებ კრედიტები აღარ მოგვცენ? ცნობისათვის: აშშ-მა უცხოეთის ქვეყნებს დახმარება 50-დან 7 მილიარდამდე შეუმცირა და მალე საერთოდაც შეუწყვეტს, ხოლო ევროპის ბანკები რაღაც წვრილმანს გვაძლევენ... ჰო, კიდევ შეიარაღებას აღარ მოგვყიდიან, რომელიც არავის სჭირდება! სულ ეს არის!

     მაგრამ გვერდზე გადავდოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკა მისი ევროატლანტიკური ვექტორით, რომელსაც, სხვათა შორის, არავინ გვაძალებს - ჩვენს პუბლიკაციას სხვა მიზანი აქვს. განა სამართლიანია, მმართველი პარტიაქართული ოცნებისსაშინაო პოლიტიკის ყველა შეცდომაში აშშ-ის განურჩევლად დადანაშაულება? პრემიერების, პრეზიდენტების და მინისტრების (იშვიათი გამონაკლისების გარდა), გენერალური პროკურორების და მოსამართლეების წარუმატებელი კანდიდატურები, დიდი ხნის წინ გახსნილი დანაშაულების - მაგალითად, პრეზიდენტ გამსახურდიას, პრემიერ ჟვანიას, მილიარდერ პატარკაციშვილის, აკადემიკოს შარაძის მკვლელობების და მრავალ სხვათა დაფარვის შედეგები - განა ამაში აშშ-ა დამნაშავე? და განა ყოველი წარუმატებელი გადაწყვეტილების მიღებისას დღევანდელი ხელისუფლების კეთილისმყოფელები განგაშს არ ტეხდნენ, განა ყოველი შეცდომის შედეგების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი არ აფრთხილებდა?

     ერთ-ერთი ბოლო მაგალითია პარტიებისერთიანი ნაციონალური მოძრაობისდა მის ბაზაზე 2016 წელს დაფუძნებულიევროპული საქართველოს“ „ქორწილი“. საქინფორმი ჯერ კიდევ 2 წლის წინ აფრთხილებდა, რომ ეს განხეთქილება სააკაშვილის მოგონილი ბლეფია და ის მსხვილი კომპანიის გაკოტრებას შეადარა, როცა მას საგანგებოდ ანაწევრებენ პატარა ფირმებად იმისთვის, რომ დარჩენილი კაპიტალი გადაარჩინონ. სააკაშვილი ბოკერიასაგან, ბაქრაძისა და უგულავასაგან 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურის ბოიკოტს მოითხოვდა, მათ კი პარლამენტის გარეთ დარჩენა არ სურდათ, ჰოდა, აი, ასე დაშორდნენ ერთმანეთს!“, - ხსნიდა ამ დაშორებას ობივატელი. არა, - ედავებოდნენ სხვები, - ნაცმოძრაობაივანიშვილმა დაანგრია, ბოკერია მოისყიდა, რომ ბარემ მორჩილი ოპოზიცია ჰყოლოდა!“.აბა, რას ამბობთ, - ირწმუნებოდნენ მესამენი, - ერთ-ერთმა ლიდერმა არ აპატია სააკაშვილს, რომ მის ცოლთან სექსი ჰქონდა, თანაც როგორც გათხოვებამდე, ისე შემდეგაც. მიშამ კიევში მისი გამოწერაც კი მოითხოვა! აი, რა არის მიზეზი!.

     ბოკერიასი რა მოგახსენოთ, პირადი ცხოვრების სკანდალები კი მართლაც იყო, რამაც ხელი არ შეუშალაევროპული საქართველოსხელმძღვანელებს, ისევ გადაეკოცნათ სააკაშვილი, დაევიწყებინათ ყველა შეურაცხყოფა, რომელსაც მას აყენებდნენ, აგრეთვე ერთ-ერთი მათგანისთვის დადგმული რქები, და კვლავერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიგაერთიანებულიყვნენ! როგორც ცნობილია, მეორე ტურშიევროპული საქართველოთავის ხმებს ენმ- კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გადასცემს, მათი ლიდერები სააკაშვილი და უგულავა, ვაშაძე და ბარამიძე კი გუშინ ჰელსინკიში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე ერთმანეთის ცქერით ვერ ძღებოდნენ.

     მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე ვხვდებით, რადგან ევროპის სახალხო პარტიამ გადამწყვეტი როლი ითამაშაევროპული საქართველოსდანაციონალური მოძრაობისდაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის. ახლა რაც გააკეთა გიგიმ და სხვა ლიდერებმა, ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და გვაქვს ჩვენი ქვეყანა გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის ინტერვიუს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს (ვიდეო იხ. აქ).

     ასე რომ, კმარა ყველა სასიკვდილო ცოდვაში აშშ-ის დადანაშაულება, რომელიც, ვითომდა, ბიძინა ივანიშვილს საზღვარგარეთის ბანკებში მისი მილიარდების კონფისკაციით აშანტაჟებს და აიძულებს, ქართველი ხალხის თვალში არაპოპულარული ნაბიჯები გადადგას, რომლებიც „ქართული ოცნების“ რეიტინგს ზიანს აყენებს.

 

საქინფორმი