საზოგადოება
ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერი აპატია. ვცდებოდი, როდესაც ვამბობდი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ 7 ნოემბერს არ აპატიებდნენ - ლევან ბერძენიშვილი

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით დადასტურდა, რომ ქართველმა ხალხმა მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერი აპატია. ბერძენიშვილის განცხადებით, ის ცდებოდა, როდესაც ამბობდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას 7 ნოემბერს არ აპატიებდნენ.

„7 ნოემბერი ბოლომდე არ გამოიძიაქართულმა ოცნებამ“. კარგად იციან, ვინ სად იყო და ვინ აფინანსებდა. მახსოვს ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, ვანოს გადავუხადე, სხვას გადავუხადე. მოკლე მეხსიერება არის ძალიან ცუდი. მე, მაგალითად, არ დამავიწყდა ჩემი გამოსვლა, რომ ამას არ აპატიებს სააკაშვილს ქართველი ხალხი. ახლა მივხვდი, რომ არჩევნების შედეგით, 600 000 ხმით ქართველმა ხალხმა 11 წლის შემდეგ 7 ნოემბერი აპატია. ხალხმა თქვა, ვაპატიე იმ მოტივით, რომ 7 ნოემბერი არ განმეორდეს. ეს განმეორდება, თუ ივანიშვილის ხელში აღმოჩნდება ყველაფერი. როცა ვთქვი, რომ არ აპატიებს სააკაშვილს ხალხი, მე შევცდი. 7 ნოემბრის გამართლება შეუძლებელია, მაგრამ როცა მათ მოინანიეს და თქვეს, რომ შეცდნენ, მათ აპატიეს. ხელისუფლება მოვიდა უკვე ექვსი წელია, ვერაფერი გააკეთა გარდა იმისა, რომ მხოლოდ იმ ცხრა წელზე საუბრობს“, – აცხადებს „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.