პოლიტიკა
აშშ–ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხუთშაბათს საქართველოს ეწვევიან

James-Steinbergაშშ–ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს 24 თებერვალს ეწვევიან. ამის შესახებ საქინფორმის კორესპონდენტს აშშ–ის საელჩოს პრესსამსახურიდან აცნობეს.

სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თანაშემწე ფილიპ გორდონი ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ალბანეთსა და ბოსნიას ეწვევიან. ვიზიტის მსვლელობისას სტეინბერგი და გორდონი ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონის საკითხთა ფართო სპექტრს განიხილავენ.

საქართველოში დელეგაციის წევრები შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებს. მხარეები განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს.

გაიმართება "მრგვალი მაგიდა" სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კავკასიის შემდეგ აშშ–ის დელეგაცია ბოსნიასა და ალბანეთში გაემგზავრება.