პუბლიკაციები
ეროვნული ვალუტა რეკორდული სისწრაფით უფასურდება, რაც ხელისუფლების და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის რეიტინგს ურტყამს - საქინფორმის კომენტარი

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 80 თეთრს აღწევს. ეროვნული ვალუტა რეკორდული სისწრაფით გაუფასურებას განაგრძობს.

ლარი გაუფასურებულია ბლუმბერგის მონაცემებითაც, რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარი 2,75 ლარი იყო, გუშინ კი 2,76 ლარს გადასცდა. ეროვნული ვალუტა 1 თეთრამდე გაუფასურდა.

შეგახსენებთ, რომ ლარი ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე თეთრით გაუფასურდა.

საქინფორმისაგან: ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების შეჩერება და სტაბილიზებაც კი შესაძლებელია კომპლექსური ზომებით, რისი რესურსიც მთავრობას ჯერ კიდევ აქვს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკვე გაყიდა თავისი რეზერვებიდან 50 მილიონი დოლარი, რათა მისი მეტი რაოდენობა იყოს მიმოქცევაში - ანუ, რათა ის გაიაფდეს. მაგრამ ეს საქმეს არ შველის - დოლარები საზღვარგარეთ მიდის იმიტომ, რომ საქართველოში იმპორტი ბევრად აღემატება ექსპორტს. გარდა ამისა, მსოფლიო სავალუტო ფონდის შეფასებით, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებიარაადეკვტურად დაბალია“ - დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი. მეორე ხერხი აშკარად არაპოპულარულია, ვინაიდან ეს არის ადმინისტრაციული ხარჯების მკვეთრად შემცირება, რამაც, შესაძლოა, მმართველი გუნდის წევრების უკმაყოფილება გამოიწვიოს. მეორე მხრივ, გაცილებით უფრო სახიფათოა გაღატაკებული მოსახლეობის უკმაყოფილება, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს რთული არჩევანი, თუკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წაგება არ სურს, რომლის ბედი მიტინგებსა და ბრიფინგებზე კი არა, სავალუტო ჯიხურებში წყდება: ან თავისივემეოცნებეებსუნდა აწყენინოს - მაგრად მოუჭიროს ქამრები სამინისტროებსა და პარლამენტში, ან აწყენინოს რიგით ამომრჩეველს, რომელიც გაიხსენებს პრეზიდენტ სააკაშვილის დროინდელ ლარის კურსს - 1,75 ლარი 1 აშშ დოლარში - დანაციონალებისელექტორატს შეავსებს.