საზოგადოება
ბურჯანაძე მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნის, რათა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს და 2020 წელს ხელისუფლებაში მოვიდეს

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი, პარტია დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნის.

ბურჯანაძის სიტყვებით, მესამე ძალა იქმნება იმისთვის, რათა ამომრჩეველს მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა" და მთავარი ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ალტერნატივა ჰქონდეს.

ამ დრომდე არც ერთი ჩემი პროგნოზი არ გამტყუნებულა და ჩემი შემდეგი პროგნოზი იქნება, რომ მე და ჩემი თანამოაზრეები შევქმნით მესამე პოლიტიკურ ცენტრს, რომელსაც მხარს დაუჭერენ ის ადამიანები, ვისაც არც მიშა უნდა და არც ბიძინა", – განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი სიტყვებით, სწორედ ივანიშვილმა აქცია „ნაციონალური მოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალად, რაც, ბურჯანაძის აზრით, დიდი შეცდომა იყო.

სამწუხაროა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს მიხვდა, რა გააკეთა. სამწუხაროა, რომ 6 წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი მებრძოდა მე და ჩემ პარტიას და არანაციონალურ მოძრაობას", – აღნიშნა ბურჯანაძემ.

მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წელს უნდა გაიმართოს. ბოლო არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" გამარჯვება და საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება შეძლო.

ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე 2001-2008 წლებში იყო. ამ დროის განმავლობაში მან ორჯერ შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობები – 2004 და 2007 წლებში.

2008 წელს ბურჯანაძე ოპოზიციაში გადავიდა და პარტია დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" დააფუძნა.

2011 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით მისმა პარტიამ საზოგადოებრივ ორგანიზაცია სახალხო კრებასთან" ერთად თბილისის ცენტრში მასობრივი საპროტესტო აქციები გამართა. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ 26 მაისისთვის, როდესაც რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უნდა აღენიშნათ, დაშლილიყვნენ ან აქციების გამართვის ადგილი შეეცვალათ, ბურჯანაძემ მომხრეებს მოუწოდა, არ დაშლილიყვნენ. ყველაფერი პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების მხრიდან აქციის მონაწილეების დარბევით დასრულდა.

სწორედ 26 მაისის აქციის დარბევა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა.

ამასთან, ბურჯანაძესა და ივანიშვილს შორის თანამშრომლობა არ შედგა. ბურჯანაძე ივანიშვილის ხელისუფლების დროსაც ოპოზიციაში დარჩა.