საზოგადოება
ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია - კახი კალაძე

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც გაიმარჯვებს, - ასეთი პასუხი გასცა თბილისის მერმა კახ კალაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა წაგებული არჩევნების შემდეგ გაკეთებული განცხადება.

მისივე თქმით, პირველი ტურის შედეგი იყო გარკვეული გზავნილი საზოგადოების მხრიდან, რომელიც ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული.

ამაზე ვისაუბრე არჩევნების მეორე დღესვე. არის გარკვეული თემები, რომელიც გარკვეულ მღელვარებას იწვევს საზოგადოებაში, არის პრობლემები, რომელსაც სჭირდება მოგვარება, არის საკითხები, რომელსავც სჭირდება პასუხები. ეს ყველაფერი კარგად გვაქვს გააზრებული, კარგი ანალიზი გვაქვს გაკეთებული, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და შესაბამისად, ახალი შემართებით, ახალი ძალისხმევით დავიწყებთ იმ საქმეების კეთებას, რაც აუცილებელია. ასევე, ამ ყველაფრის ნაწილია საკადრო პოლიტიკა. ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ყველაფერი მოგვარებადია. ყველაზე მთავარია, ვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა, რადგან ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, არ უნდა მოხდეს, რომ წინსვლა და განვითარება შეჩერდეს, პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოარის გარანტი, რომ ქვეყანაში იქნება სტაბილურობა“, – განაცხადა კახი კალაძემ.