აქტუალური
ლარის კურსთან დაკავშირებით პარლამენტს, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კონსულტაციები გაიმართება, ხოლო მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათს ჩატარდება

 საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. ვალუტის კურსის გამყარება, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამაში პარლამენტიც იქნება ჩართული თავისი კომპეტენციის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან კონსულტაციები გაიმართება.

გვექნება კონსულტაციები როგორც მთავრობასთან, ასევე ეროვნულ ბანკთან, რათა ეს საკითხი მოწესრიგდეს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა.

საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს, რაც წერია კონსტიტუციაში”, – განაცხადა კობახიძემ.