აქტუალური
აღსანიშნავია, რომ „საირმის განვითარების კომპანიის“, მისი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს. ამის გამო საქინფორმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ კურორტისა და მყიდველი კომპანიის შესახებ დეტალებს მედიის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაეცნობიან.
საქინფორმის წყაროს ინფორმაციით კი, „ახლადგამოჩეკილი“ „საირმის განვითარების კომპანია“ არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამას – ნიკოლოზ სააკაშვილს ეკუთვნის. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, გასაკვირი არცაა, რატომ გადაწყიტა ეკონომიკის სამინისტრომ კურორტის 1 ლარად გაყიდვა.