საზოგადოება
წინა ხელისუფლებამ გააუბედურა ადამიანები და თავისი ჭკუით, კიდევ აპირებენ დაბრუნებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ! - მზია პატარკაციშვილი

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. წინა ხელისუფლებამ გააუბედურა ადამიანები და თავისი ჭკუით, კიდევ აპირებენ დაბრუნებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, – ამის შესახებ მზია პატარკაციშვილმა ვერის ბაღში განაცხადა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აქ შევიკრიბეთ ისეთი ხალხი, ვისაც არ გვინდა წინა ხელისუფლების დაბრუნება, ვინც გაგვამწარა და გააუბედურა ადამიანები და თავისი ჭკუით, კიდევ აპირებენ დაბრუნებას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

რასაც ვხედავთ, ეს არის ამაზრზენი, არ ვიცი, რაში ჯდება. ადამიანს ახსოვს, რა გაუკეთეს თუნდაც ოქრუაშვილს, თუნდაც ბერძენიშვილებს, ეს რაც მოხდა, არის ლუსტრაცია“, – განაცხადა მზია პატარკაციშვილმა.

ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს იხსენებდნენ. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.

საქინფორმი: გასულ კვირა დღეს თბილისის საზოგადოება ვერის ბაღში საპროტესტო მიტინგზე შეიკრიბა სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნების წინააღმდეგ, რისი საფრთხეც რეალურად არსებობს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, რომელშიც მისმა კანდიდატმა მმართველი პარტიის კანდიდატთან თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო.