საზოგადოება
თინა ხიდაშელი: კატასტროფის მატარებელია თავისთავად ის ამბავი, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება გრიგოლ ვაშაძე გახდეს

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. კატასტროფის მატარებელია თავისთავად ის ამბავი, რომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 30-ე წლისთავზე, ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება გრიგოლ ვაშაძე გახდეს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

კატასტროფის მატარებელია თავისთავად ის ამბავი, რომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 30- წლისთავზე, ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება გრიგოლ ვაშაძე გახდეს. კაცი, რომელიც ტიპაჟურად ქრესტომათიული კაგებეშნიკია. მე პირადად საშინელი განცდა მეუფლება”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

კითხვაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ხიდაშელი შემდეგნაირად პასუხობს:

შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, იმის მიხედვით, თუ სადამდეგაიქაჩება”, ჟარგონით რომ ვთქვათ. სააკაშვილი რასაც უნდა ბჟუტურებდეს, აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება და მერე გვექნება ქვეყანაში ერთწლიანი დიდი კლოუნადა, სადაცქართულ ოცნებასადა ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად უმტყუნებს ნერვები, აუცილებლად დაიწყებენ მეგაშეცდომების დაშვებას და ვიქნებით იმის გარჩევაში, ვინ მეტად ჩურჩუტია და არა იმაში, როგორ წავიყვანოთ წინ ქვეყანა.