საზოგადოება
თბილისში ნოე ჟორდანიას მემორიალური დაფა გაიხსნება

noe-jordaniaდღეს თბილისში ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე, მტკვრის მარცხენა მხარეს, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მდებარე სკვერში, მისი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალი გაიმართება, რომელშიც საფრანგეთის ქართული დიასპორის წარმომადგენლები – საქართველოს პირველი მთავრობის ხელმძღვანელთა შთამომავლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ნიკოლ ჟორდანია.

ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე მის მემორიალურ დაფას გახსნიან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, მირზა (პაპუნა) დავითაია და ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, გასული წლის 27 აგვისტოს ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თეთრ დარბაზს პირველი რესპუბლიკის სახელი მიენიჭა, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროს ნაწილს ნოე ჟორდანიას სახელი ეწოდა.