პოლიტიკა
ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც მტკივნეულია მოსახლეობისთვის, არის კოაბიტაცია! - კახი კალაძე

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს მიერ დაშვებული ერთ-ერთი შეცდომა წინა ხელისუფლებასთან გამოცხადებული კოაბიტაცია იყო. ამის შესახებ კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. ინფორმაციას Imedinews ავრცელებს.

ერთ-ერთი შეცდომა, რომელიც მტკივნეულია მოსახლეობისთვის, არის კოაბიტაცია, რაც 2012 წლის შემდეგ იყო. ერთი მხრივ, დემოკრატიული განვითარებისთვის, პროცესების გაჯანსაღებისთვის ნორმალურ ქვეყანაში შეიძლება, ეს სწორი ნაბიჯი ყოფილიყო. მაგრამ ჩვენი .. კოაბიტაცია ისევ ჩვენ საწინააღმდეგოდ იქნა გამოყენებული“, – განაცხადა კახი კალაძემ.

კახი კალაძე ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებული შედეგი მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისეთი პოლიტიკური პროცესები ხდებოდა, რომელიც საზოგადოებას ძალიან აღელვებდა.

მისი თქმით, მმართველ გუნდს კარგად აქვს გააზრებული მიღებული შედეგები და იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ და რა უნდა იყოს მყისიერი ნაბიჯები.

ჩვენ ამ ექვსი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, მაგრამ არ ჩაგვიდენია დანაშაული. ეს არის ის, რაც განასხვავებს დღევანდელ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან. სხვათა შორის, საქართველოში ისევ და ისევნაციონალურმა მოძრაობამთავისი პროპაგანდისტული მანქანით შეძლო და მოახერხა, რომ არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ ცხრა წელზე, არ გვაქვს უფლება, ვისაუბროთ წარსულზე“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის, ითანამშრომლოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც სურს, ქვეყანა ეკონომიკურად წინ წავიდეს და განვითარდეს. ჩვენ კარი არავისთვის დაგვიხურავს“, – აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა ადეკვატურად იმოქმედებს და გასცემს პასუხს იმ ყველაფერზე, რაც, კალაძის თქმით, ამ რევანშისტულმა ძალამ ჩაიდინა“.