აქტუალური
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 2 დეკემბერს გაიმართება. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების მეორე ტურის თარიღად სწორედ 2 დეკემბერს განიხილავს, რომელიც მეორე ტურის ჩატარებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ბოლო ვადა იყო.

როგორც ცნობილია, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართა. პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტის დაგროვება ვერ შეძლო, რის გამოც მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში ერთმანეთს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.