აქტუალური
მთელი ამომრჩევლის 82%-ზე ცოტა მეტს არ უნდა ვაშაძე! ვაშაძე უნდა მთელი ამომრჩევლის 18%-ზე ნაკლებს! - ირმა ინაშვილი

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. "არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 47%-დან (47%-მივიდა, 53% - არა!) დაახლოებით 38%-, ანუ მთელი ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 17,5%- მიიღო ვაშაძემ, ეს რომელი ლეგიტიმაცია და უმრავლესობის უმრავლესობაა, ვაშაძის მომხრეებმა იქნებ მაგრად "შეგვაშინონ" და აგვიხსნან?!", - წერს ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"53%- არ მივიდა არჩევნების პირველ ტურზე. მას არც ვაშაძე უნდა და არც ზურაბიშვილი. პირველ ტურზე მისული ამომრჩევლის 47%-დან დაახლოებით 23%-მა არ მოისურვა არც ვაშაძე და არც ზურაბიშვილი, ანუ პირველი ტურის მიხედვით, მთელი ამომრჩევლის დაახლოებით 65%- არ სურს არც ვაშაძე და არც ზურაბიშვილი. ამავდროულად, 18%-ზე ნაკლებმა ხმა მისცა ვაშაძეს, ანუ ამომრჩევლის 82%-ზე ცოტა მეტს არ სურს ვაშაძე. რა ლეგიტიმაციაზეა საუბარი?!

ვიმეორებ: მთელი ამომრჩევლის 82%-ზე ცოტა მეტს არ უნდა ვაშაძე! არ უნდა ვაშაძე!!! ვაშაძე უნდა მთელი ამომრჩევლის 18%-ზე ნაკლებს", - წერს ინაშვილი.