სამართალი
მოძრაობის წესები ფეხით მოსიარულეებისთვისაც გამკაცრდა

fexit_mosiaruletatvisსაგზაო მოძრაობის წესები არა მხოლოდ მძღოლებისთვის, ფეხით მოსიარულეებისთვისაც მკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ქვეითად მოსიარულე, რომელიც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს, 3 ლარით ჯარიმდება. ახალი ცვლილებებით კი, თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას მოყვება ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება. ადრე ეს დარღვევა 30 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა. იმ შემთხვევაში, თუ პირი მოძრაობის წესებს განმეორებით დაარღვევს და გზას გადაკვეთს იმ ადგილას, სადაც ეს აკრძალულია, პატრული ვალდებულია, ის წაიყვანოს საპატრულო პოლიციაში, სადაც მას აჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს იმის შესახებ, თუ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მან მოძრაობის წესების დარღვევით საკუთარ სიცოცხლესა და მძღოლს.