პუბლიკაციები
საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა დაამტკიცა, რომ საქართველოში ყველაზე დაუცველი მილიარდერი ივანიშვილია! - საქინფორმი

 1. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა დაამტკიცა, რომ საქართველოს ბედს ამიერიდან წყვეტს ქართველი ხალხი ხმის მიცემის გზით, და არა ცესკო- გაყალბებები და ადმინისტრაციული რესურსი.

2. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა დაამტკიცა, რომ საქართველოში დღეს დემოკრატიამ გაიმარჯვა, რაც სააკაშვილის კანდიდატზე მომუშავე რუსეთიდან ჩამოსულმა პოლიტტექნოლოგებმაც კი დაადასტურეს.

3. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა დაამტკიცა, რომ საქართველოში არ არის რუსული პროპაგანდა, რაც სააკაშვილის კანდიდატზე მომუშავე რუსეთიდან ჩამოსულმა პოლიტტექნოლოგებმაც კი დაადასტურეს.

4. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აიძულა მმართველი პარტიაქართული ოცნება“, სახით შემობრუნებოდა დამშეულ ხალხს, რომლისთვისაც 6 წელი საჯდომი ჰქონდა მიშვერილი.

5. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აიძულა მმართველი პარტიაქართული ოცნებისთავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საკადრო წმენდა დაიწყოს ხელისუფლებაში და საკუთარ გარემოცვაში - რათა თავიდან მოიშოროს მის მილიონებზე ქონმოკიდებული ქურდები და თაღლითები, „პიარტექნოლოგებიდამედიაექსპერტები“, რომლებმაც 6 წელი ტყუილსა და ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფეს.

6. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური აიძულებს საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს, დაიწყონ ბრძოლა კორუფციასთან, ნეპოტიზმთან და ხელისუფლების ყველა სტრუქტურაში, შსს-სა და სუს-ში პორტირებულ რევანშისტებთან - სააკაშვილის დივერსანტებთან.

7. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ დაცვა პირველ რიგში მილიარდერ ივანიშვილს სჭირდება, რომელიც მაფიოზი დაანაკონდაკი არა, უმწეო ალტრუისტი და ფილანტროპი აღმოჩნდა! ივანიშვილი საქართველოში მოატყუა ყველამ, იმათ გარდა, ვისაც არ იცნობს და ვისთანაც საქმე არ ჰქონია - ანუ, წესიერი პატიოსანი ადამიანების გარდა. ივანიშვილი მოატყუა გამყიდველმა ინტელიგენციამ, რომელიც დღემდე მის კმაყოფაზეა, მაგრამ სააკაშვილს უჭერს მხარს; უფერულმა მარგველაშვილმა და კვირიკაშვილმა, რომლებიც პრეზიდენტი და პრემიერი მხოლოდ მისი ახირების წყალობით გახდნენ, მაგრამ უღალატეს; მინისტრებმა და დეპუტატებმა, რომლებმაც დაუსჯელად მოითბეს ხელი სახელმწიფო ბიუჯეტზე და სასახლეები აიშენეს!

 

საქინფორმის რედაქცია
2018 წლის 5 ნოემბერი
საქართველო, თბილისი