საზოგადოება
ლევან ბერძენიშვილი: სააკაშვილმა საჯაროდ მომიბოდიშა, რუსეთის საელჩოსთან “შნურით” მიბმული აღარ ვარ

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი Facebook-ში წერს.

სერიიდანცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთანშნურითმიბმული”, – წერს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, ლევან ბერძენიშვილმა 17 სექტემბერს ასევე სოციალური ქსელის საშუალებით გრიგოლ ვაშაძის მისამართით შეკითხვა დასვა: შეკითხვა მაქვს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთან, ბატონ გრიგოლ ვაშაძესთან. 2007 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის აგენტად გამომაცხადა. მაინტერესებს თქვენ პირადად რას ფიქრობთ ამაზე? თქვენც გგონიათ, რომ მთელი ცხოვრება რუსეთის საქმეს ვემსახურები?” – მიმართა ლევან ბერძენიშვილმა გრიგოლ ვაშაძეს.