სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით 1 პირი დააკავა

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული . . სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ .- მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, ქალაქ რუსთავში მდებარე . . სტამბული ბაზრისმიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შპს ლურჯ მარკეტს'' ცეცხლი მოუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხანძრის შედეგად დაიწვა 800 კვ.. ფართობზე განლაგებული შენობა-ნაგებობა და ეზოში გაჩერებული მიკროავტობუსი. ხანძარმა ზარალი ბაზარში მოვაჭრე 50-მდე მოქალაქეს მიაყენა.

გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით.