სამართალი
ახალგაზრდული მოძრაობა "არა" პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ევროკომისიის შენობასთან მჯდომარე აქციას გამართავს.
როგორც საქინფორმს მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ჩიტაძემ განუცხადა, აქციას ახალგაზრდული მოძრაობა "ენა, მამული, სარწმუნოება" შეუერთდება.
"ჩვენ ერთად დავასახელებთ იმ პოლიტპატიმრებს, რომლებიც ხელისუფლებამ პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს," – აღნიშნა ჩიტაძემ. მისივე თქმით, დღესვე აქციის მონაწილეები ევროკომისიის შენობასთან კარვებს გაშლიან. მჯდომარე აქცია საღამომდე გაგრძელდება.