აქტუალური
არ ვაპირებ ნაცისთვის ხმის მიცემას! - ანუ, როცა ხიდაშელი მართალია

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმის მიცემას არ აპირებს.

ხიდაშელი Facebook-ზე გამოქვეყნებულ სტატუსში ასევე აღნიშნავს, რომ ორი წელია, რესპუბლიკური პარტიის წევრი აღარ არის.

ორი წელია არ ვარ რესპი! არ ვაპირებ ნაცისთვის ხმის მიცემას! ის დღე არ გათენდება, „ნაცებიმხსნელად ან იმედად დავინახო! მგონი გასაგებია!“, – წერს თინათინ ხიდაშელი.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა 2 ნოემბერს განაცხადეს, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ მხარს.