სამართალი
ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული .., 1975 წელს დაბადებული .. და 1987 წელს დაბადებული .. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში შპსსტრუიკ გრუპ ჯორჯიასქვეკონტრაქტორი შპსალბაირაქისდა შპსდინამიტი-.“- თანამშრომლები, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს. ძლიერი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა თავის არეში მოხვდა 2012 წელს დაბადებულ .-, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს.

გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი“, – აღნიშნავენ შსს-ში.

ქედაში კარიერის აფეთქებისას ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა.