აქტუალური
ბოკერია მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სააკაშვილის კანდიდატის გამარჯვება გარდაუვალია და პრობლემად არ თვლის, რომ ვაშაძემ МГИМО დაამთავრა

 საქართველო, 2 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ დამარცხება გარდაუვალია.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომის შესახებ.

სკოლაშიც გვასწავლიდნენ იგავს – „მაოხრებელი გზირი“. გარდაუვალია ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ქართული ოცნებისგუნდის დამარცხება მეორე ტურში. სანამ ეს მოხდება, აბსოლუტურად სამარცხვინო და უპასუხისმგებლო განცხადებებით მანამდეც აყენებენ ზიანს მოქალაქეებს. როცა მთავრობის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამოქალაქო ომი იქნება, თუ მოიგებს ოპოზიციაო და ყველამ იცის, რომ ოპოზიციის გამარჯვება გარდაუვალია, ბუნებრივია, ეს ქმნის საფრთხის განცდას, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

არჩევნების მეორე ტურში „ევროპული საქართველოს“ მიერ ნაციონალური მოძრაობისკანდიდატ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერაზე კითხვასთან დაკავშირებით ბოკერია ამბობს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ თავიდანვე განაცხადა, რომ ყველა პროდასავლურ კანდიდატს დაუჭერდა მხარს.

ასეთ საკითხებზე ჩვენ ამომრჩევლებს წინასწარ ვაფრთხილებთ. გვქონდა გაცხადებული, რომ ყველა პროდასავლურ კანდიდატს დავუჭერდით მხარს, მით უმეტეს, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ეს სიურპრიზი არ იყო ჩვენი ამომრჩევლისთვის. ჩვენ შეთანხმებაც კი გავაფორმეთევროპის სახალხო პარტიისქოლგის ქვეშ, რომ სწორედ ასე მოვიქცეოდით“, – – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს პოლონეთის მაგალითის შესახებ, როდესაც ქვეყნის საგარეო უწყებიდან დაითხოვეს ყველა, ვისაც მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული. კითხვაზე, ხომ არ უჭირავს ,,ქართულ ოცნებას” კოზირი, რადგან გრიგოლ ვაშაძეს მოსკოვის დიპლომატიური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ეს შეკითხვა სერიოზულ პასუხს არ იმსახურებს.

პოლონეთის გადასაწყვეტია, რა სტანდარტებს დაუწესებს საკუთარ დიპლომატებს. საქართველოს შემთხვევაში კი, როდესაც მეორე მხარეს არის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის დაწყებას, უარყოფითად უყურებს ნატო- წვრთნების ჩატარებას და ეთნიკურ შუღლს აღვივებს, ეს საკითხი იმდენად არარელევანტურია, რომ სერიოზულ პასუხსაც არ იმსახურებს”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალადობრივი მეთოდებით და სამოქალაქო ომის მუქარით ცდილობს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას კოზირი კი არ უჭირავს ხელში, დგას საფრთხის წინაშე, რადგან მმართველი გუნდი და ივანიშვილი ძალადობრივი მეთოდებით და სამოქალაქო ომის მუქარით ცდილობენ, გახადონ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებდა”, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, სექტემბერში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულები გაათავისუფლეს. სამინისტროდან ასევე გაათავისუფლეს ყველა ის პირი, ვინც წარსულში კომუნისტურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.