საზოგადოება
შვილი - დედის შესახებ: ჩვენი მომავალი არის ევროპა და ეს არის სალომე ზურაბიშვილი!

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შვილმა თეიმურაზ გორჯესტანმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ბრძოლისთვის მზადყოფნას მიუთითებდა.

ჩვენ ყველას ერთად გვაქვს საქართველოს მოსახლეობის ნდობა, რომ აირჩევს ევროპასა და მათი შვილების მომავალს. ჩვენი მომავალი არის ევროპა და ეს არის სალომე ზურაბიშვილი“, – აღნიშნა თეიმურაზ გორჯესტანმა.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მეორე ტურში ბრძოლისთვის მზად არის. მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს ქვეყანას არ დაუთმობს.