საზოგადოება
„ნაცმოძრაობის“ დაბრუნების ალბათობა ადამიანებს აერთიანებს - სააკაშვილის მიერ მოკვდინებულთა ოჯახის წევრებმა საგანგებო შტაბი შექმნეს

 საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. საგანგებო შტაბს ვქმნით და ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას, მოხდება მთელი მოსახლეობის კონსოლიდაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნებას ხალხი არ დაუშვებს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა განაცხადა.

ია მეტრეველმა პრესკონფერენცია იური ვაზაგაშვილის დასთან მანანა ვაზაგაშვილთან, სულხან მოლაშვილის მამასთან თამაზ მოლაშვილთან, გია კრიალაშვილის დასთან ლია კრიალაშვილთან და ვახტანგ მაისაიას მეუღლესთან ელენე მაღრაძესთან ერთად გამართა.

ჩვენ დღეს გადავწყვიტეთ, საგანგებოდ შევკრებილიყავით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სასტიკად განადგურებული ოჯახის წევრები. მინდა, მოგმართოთ იმ ადამიანებს, იმ კეთილგონიერ ხალხს, რომლებმაც 2012 წლის გამარჯვება მოვიტანეთ ჩვენი დიდი ბრძოლით, სისხლით და დღეს ვდგავართ რეალურად იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებიან ჯალათები, ბრუნდებიან სისხლიანი სააკაშვილი და მისი რეჟიმი. დარწმუნებული ვარ, თქვენ უბრალოდ არ მოხვედით არჩევნებზე იმიტომ, რომ ხართ ნამდვილად სამართლიანად განაწყენებული და გულდაწყვეტილი. ხალხში არის ნიჰილიზმი, რამაც გამოიწვია ეს შედეგები, რომ მოაზროვნე ხალხის სამოცი პროცენტი არ მოვიდა არჩევნებზე. მინდა, მოგმართოთ, ჩემო თანამებრძოლებო, მართლაც რამდენი ვიბრძოლეთ ერთად, გავიხსენოთ, შემოგვხედეთ ჩვენ და გაიხსენეთ ჩვენი ტრაგედიებისულხან მოლაშვილი, შვილი, რომელიც სიკვდილის ბოლო წუთამდე იბრძოდა. გაიხსენეთ იური ვაზაგაშვილი. ის ხომ ბრძოლაში მოკლეს და სასტიკად მოკლეს, შვილის საფლავზე დააკლეს. მინდა, გაგახსენოთ ირინა ენუქიძის შვილი. რას ვეუბნებით ენუქიძის სულს, სანდროს სულს, იმ დახვრეტილი ბიჭების სულებს, რომლებისთვისაც სამართალი ჯერ კიდევ არ დამდგარა“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

მისივე თქმით, ახლა სახელმწიფოს გადარჩენაზე ფიქრია საჭირო, რადგან ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე დგას.

მეც თქვენსავით ვარ გულდაწყვეტილი და, ალბათ, ყველაზე მეტად გაბრაზებული მე უნდა ვიყო, რადგან ექვსი წელია, სასამართლოებში დავდივარ და ჩემი შვილის უკანასკნელ წუთებს, სიკვდილს როგორ ებრძოდა, ამას მასმენინებენ. ექვსი წელია, ვითმენ ჩემი შვილის მკვლელებისგან ასეთ შეურაცხყოფას. განა მე არ ვარ განაწყენებული, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, უნდა გადავდოთ ჩვენი წყენა, უნდა ვიფიქროთ სახელმწიფოს გადარჩენაზე. თქვენ ერთი წუთით თუ წარმოგიდგენიათ ხუთმაგად გააფთრებული მიშა, სისხლიანი მიშა, რომელიც აპირებს დაბრუნებას. ქვეყანა დგას ნამდვილად სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. აუცილებლად დატრიალდება უბედურება ქვეყანაში, რადგანნაციონალური მოძრაობისმობრუნებას ხალხი არ დაუშვებს“, – განაცხადა ია მეტრეველმა.