აქტუალური
საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა მომდევნო, 2019 წლის მესამე კვარტლიდან დაიწყება.
დახურულ სააქციო საზოგადოება „აზერბაიჯანის რკინიგზაში“ ამბობენ, რომ აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად 2019 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანი შვეიცარიული კომპანია Stadler-ისგან ვაგონებს მიიღებს.
პირველ და მეორე ეტაპზე აზერბაიჯანი 10-10 ვაგონს ელოდება. Trend წერს, რომ რკინიგზის გახსნის შემდეგ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით 3 ათასი კონტეინერი გადაიზიდა.