სამართალი
საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ი.ნ-ს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ განუცხადა.
დაკავებულისთვის წარდგენილ ბრალს – სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ. ქვეპუნქტს - დაემატა სსკ-ის 141-ე მუხლი.
„არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, – განაცხადა საბანაძემ.
გორში ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.