პოლიტიკა
სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებას არ მოელის

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. „ვერც ერთი, ვერც პრეტენდენტისაგან ვერ ვხედავ რაიმე განსაკუთრებულ მცდელობას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გასაუმჯობესებლად... ჩვენ მეტად მოკრძალებული კონტაქტები გვაქვს ოპოზიციასთან, მმართველ პარტიასთან. ამიტომ, თუ ერთი მოვა ხელისუფლებაში - ყველაფერი ძველებურად დარჩება, თუ მეორე - სააკაშვილის ბანაკიდან - კიდევ უფრო უარესი იქნება. მაგრამ დღევანდელზე უარესიც ძნელი წარმოსადგენია. დავუშვათ, რიტორიკა კიდევ უფრო მტრული იქნება. ამ თვალსაზრისით ამ არჩევნებისაგან ბევრს არაფერს მოველი“, - განუცხადა „რია-ნოვოსტის“ კალაშნიკოვმა.

ცნობისათვის: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო უბნების 100%-ის დამუშავების შემდეგ იუწყება, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმათა 38,64% დააგროვა, ხოლო ოპოზიციურმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%. მეორე ტური ჩატარდება არა უგვიანეს 2 დეკემბრისა.