აქტუალური
გრიგოლ ვაშაძე თუ არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო ომის დაწყებისკენ რეალური ნაბიჯი იქნება! - დეპუტატი

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის განცხადებით, თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს. გედევან ფოფხაძე ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ვაშაძის პირობა ახალაიებისა და მერაბიშვილის შეწყალების შესახებ ნიშნავს უდიდეს არასტაბილურობას ქვეყანაში და ამის დაშვება არ შეიძლება.

„თუ გრიგოლ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, ეს რეალური ნაბიჯი იქნება სამოქალაქო ომის დაწყების, ამაში დარწმუნებული ვარ. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რევანშისტული განწყობა და მიზანი აქვთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანონ, ციხიდან მერაბიშვილი და ახალაია გამოიყვანონ. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციისკენ, რომელიც სააკაშვილისთვის და მისი პოლიტიკური რეანიმაციისთვის პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკურ ლიკვიდაციას არც ერთი ქართველი სახლში არ დაელოდება. ამ საფრთხის წინაშე ყველა გავერთიანდებით და იმ წყენას დავივიწყებთ, რაც შეიძლება ერთმანეთთან მიმართებაში ექვსი წლის განმავლობაში გვქონოდა“, – განაცხადა გედევან