აქტუალური
ლუგარის ლაბორატორია თბილისში სამხედრო ლაბორატორიაა, იქ არის ე.წ. ცივი ოთახი, სადაც საბრძოლო შტამებს ინახავდნენ და აგროვებდნენ - გენადი ონიშჩენკო

 საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. „ჟურნალისტების მიწვევა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში მისი მუშაობის შემოწმების საშუალებას არ იძლევა, მხოლოდ აქტიური საქმიანობის მოჩვენებითობას ქმნის. ცენტრის საქმიანობის შესამოწმებლად ჟურნალისტების კი არა, სპეციალისტების მიწვევაა საჭირო!“, - განაცხადა რფ-ის სახელმწიფო დუმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გენადი ონიშჩენკომ.

„ეს არის დაცვის უმაღლესი დონის მქონე ლაბორატორია, რომელიც ყველაზე საშიშ ვირუსებთან მუშაობის საშუალებას იძლევა. დაცულ ოთახებში არავის უშვებენ, - აღნიშნა ონიშჩენკომ, - არსებობს დადასტურება, რომ ეს სამხედრო ლაბორატორიაა, იქ არის ე.წ. ცივი ოთახი, სადაც საბრძოლო შტამებს ინახავდნენ და აგროვებდნენ. არცერთ სამოქალაქო ლაბორატორიაში ასეთი სათავსები არ არის“. დეპუტატის თქმით, არასამხედრო დანიშნულების ლაბორატორიებში „ავადმყოფობის გამომწვევს გამოჰყოფენ, აღწერენ და მაშინვე ანადგურებენ, ლუგარის ლაბორატორიაში კი შტამებს ინახავდნენ“.