უცხოეთი
საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 2021 წელს დაგეგმილ არჩევნებში კანცლერის პოსტისთვის აღარ იბრძოლებს.
„2021 წლის არჩევნებში არც კანცლერობისთვის და არცერთი სხვა პოლიტიკური თანამდებობისთვის არ ვიბრძოლებ“,- განაცხადა კანცლერმა პრესკონფერენციაზე .
მერკელი არც პარტიის თავმჯდომარეობისთვის აპირებს ბრძოლას.
ანგელა მერკელი ქრისტიანულ დემოკრატიულ კავშირს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს, 2005 წლიდან კი, გერმანიის კანცლერია.
1tv.ge