პუბლიკაციები
სააკაშვილი პენსიონერის მდგომარეობას ვერ ეგუება - ალექსანდრე ჭაჭია

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. პოლიტოლოგმა, გლობალიზაციის პრობლემათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჭაჭიამ კომენტარი გაუკეთა ცნობას, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდება.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მომავალი წლის მაისში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდება, განაცხადა მისმა თანამებრძოლმა, უმაღლესი რადას დეპუტატმა, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წევრმა იური დერევიანკომ.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ სააკაშვილი უკრაინაში ან საქართველოში დაბრუნდება. საქმე ისაა, რომ ის, თუ როგორ გააძევეს იგი უკრაინიდან, მოწმობს, რომ ამერიკელებს იქ აღარ სჭირდებათ, მან შეასრულა რაღაც გარკვეული ფუნქცია, რაც მათგან დაკისრებული ჰქონდა. და იმით, როგორც გააძევეს, მას აგრძნობინეს, რომ წყნარად უნდა იჯდეს, რაიმე სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი ამსტერდამში და ბევრი არ „იჭიჭყინოს““, - თქვა ჭაჭიამ რადიო Sputnik -ის ეთერში.

მისი თქმით, სააკაშვილი მეტად ენერგიული ადამიანია და პენსიონერის მდგომარეობას ვერ ურიგდება. მას ძალიან უნდა, რეალური საქმეები აკეთოს, პოლიტიკაში იყოს, ტელეეკრანებზე გამოჩნდეს, საჯარო ფიგურა იყოს, რომელზეც მსჯელობენ, წერენ და ლაპარაკობენ, ამიტომ დაწყნარება გაუჭირდება, მიაჩნია ექსპერტს. „საქართველოში, შესაძლოა, იმ შემთხვევაში დაბრუნდეს, თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ იქ ვითარების მკვეთრი დესტაბილიზაციაა საჭირო. უკრაინაში ეს ახლა არ სჭირდებათ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც, ვფიქრობ, არ დასჭირდებათ, ამიტომ არა მგონია, ის უკრაინაში გაგზავნონ. მაგრამ თუკი მას მაინც გადაჭრით გამოუცხადეს, რომ პოლიტიკაზე აღარ იფიქროს, ის კი ხტუნაობას განაგრძობს, ვფიქრობ, ეს სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევს“, - დაასკვნა პოლიტოლოგმა.