საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ამომრჩევლის მოლოდინი მაქვს, – ასე უპასუხა პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე, რომელიც მეორე ტურის დანიშვნას ეხებოდა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს პირველი ტურია და საზოგადოება საღამოს გაიგებს, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა.
„დღეს პირველი ტურია და ამ საღამოს გავიგებთ, ამომრჩეველმა რა გადაწყვიტა. ამომრჩევლის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ყველა შემთხვევაში. ამომრჩევლის მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების მიმდინარეობაზე კრწანისის საარჩევნო ოლქის, მე-3 საარჩევნო უბანზე ისაუბრა, სადაც არჩევნებში ხმა მისცა.
საარჩევნო უბანზე სალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად იმყოფებოდა.
სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა.
სალომე ზურაბიშვილი კრწანისის საარჩევნო ოლქის, მე-3 საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.
ზურაბიშვილის განცხადებით, მან ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან და დემოკრატიულ საქართველოს მისცა.
„მივეცი ხმა დამშვიდებულ, გაერთიანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში სიძულვილის დრო დასრულდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.