პოლიტიკა
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთის 39 ქვეყანაში 56 საარჩევნო უბანი იმუშავებს

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ, 39 სახელმწიფოში 56 საარჩევნო უბანი იმუშავებს. საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კონსტანტინე საბიაშვილის განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 53 139 მოქალაქე იმყოფება.

„ამ ეტაპზე, 39 ქვეყანაში 56 საარჩევნო უბანია გახსნილი. სამ-სამ უბანი აზერბაიჯანსა და საბერძნეთშია, სადაც საქართველოს მოქალაქეების ყველაზე მეტი კონცენტრაციაა. აზერბაიჯანში საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 7 700 მოქალაქე იმყოფება. საბერძნეთში კი – 7 791 ადამიანი. ასევე ამერიკაში, კონკრეტულად ნიუ იორკში ორი უბანი გაიხსნა, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს 3 504 მოქალაქეა. ამ ეტაპზე, უცხოეთში საარჩევნო მიზნებისთვის ჯამში 53 139 ადამიანია რეგისტრირებული“, – განაცხადა კონსტანტინე საბიაშვილმა.

უცხოეთში 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა.