საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება. ადგილობრივი ორგანიზაციების გარდა, ცესკო-ს მონაცემებით, 58 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა აკრედიტებული, მათ შორის საქართველოში მომუშავე საელჩოებიდან 16 საელჩოს წარმომადგენლები, NDI, IRI, IFES სადამკვირვებლო მისიები, ნატო-სა და ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის დამკვირვებლები, ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის წარმომადგენლობა, პოლონეთის სეიმის და გუამის წევრი ქვეყნების დამკვირვებლები, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (osce/odihr), რუმინეთის, სლოვენიის, უნგრეთის, ხორვატიის, ყაზახეთის, მონღოლეთის, ბელარუსის, იორდანიის, კორეის, ბულგარეთის, ლიეტუვას, პოლონეთის, მოლდოვას, ესტონეთის, მალდივის, უკრაინის,ლატვიის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის საარჩევნო კომისიები.
საპრეზიდენტო არჩევნებს 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1 100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი დააკვირდება. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო პროცესს გააშუქებს 125 მედია ორგანიზაციის 2 000-ზე მეტი ჟურნალისტი. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედიაორგანიზაციაა.