საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთი „ღია ცის ხელშეკრულებას“ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ინსტრუმენტად იყენებს

 საქართველო, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს დელეგაციამ „ღია ცის ხელშეკრულების“ ფარგლებში 2019 წლის სადამკვირვებლო კომისიის შეხვედრაზე განაცხადა.

„ღია ცის ხელშეკრულების“ ფარგლებში, 2019 წლის სადამკვირვებლო ფრენების აქტიური კვოტების გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „ღია ცის“ საკონსულტაციო კომისიის შეხვედრა ვენაში 2018 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციის მხრიდან გაკეთებულ ბრალდებებზე საქართველოს დელეგაციამ კომისიის ფარგლებში შემდეგი საპასუხო განცხადება გააკეთა:

ბატონო თავმჯდომარევ, უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ ქართული მხარე სრულად მხარს უჭერს გადაწყვეტილებას 2019 წლის სადამკვირვებლო ფრენების აქტიური კვოტების გადანაწილების შესახებ, რომელიც დღეს იქნა მიღებული.

ნება მომეცით, გავაკეთო მოკლე კომენტარი რუსეთის დელეგაციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლითაც ის ადანაშაულებს საქართველოსღია ცის ხელშეკრულების პოლიტიზებასა და დარღვევაში.

ნამდვილად სამწუხაროა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს მცდელობებს, რომ ეს ტექნიკური ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც ინსტრუმენტი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისაფხაზეთი და ცხინვალიუკანონო აღიარების მიზნით.

რუსეთის ფედერაციამ ხელშეკრულების დარღვევის შეწყვეტის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გაერთულებინა არსებული მდგომარეობა. კერძოდ, 2018 წლის 23 აპრილს ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე რუსეთი წარდგა განცხადებით, სადაც დაეყრდნო ხელშეკრულების მე-4 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მეორე და მეშვიდე პარაგრაფებს, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს, ამასთან, მიუთითაკავკასიაში რუსეთის საზღვრის ორი მონაკვეთი“, ხოლო 2018 წლის 24 სექტემბრის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე რუსეთმა განაცხადა, რომმათი გადაწყვეტილების მხარდაჭერით, აღადგინოს აფხაზეთისა და ოსეთის საზღვრებთან 10 კილომეტრის ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები, აღნიშნულმა, ორმა ახალმა დამოუკიდებელმა სახელმწიფოს ხელისუფლებამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოამჟღავნა“.

ზემოაღნიშნული განცხადებები ნათლად ადასტურებს, თუ რა არის რუსეთის მხარის რეალური მიზნები.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ქვეყანას, რომელიც ღიად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, კერძოდ, სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს ხელშეკრულება უკანონო ქმედებების ლეგალიზაციისთვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2012 წლის, 3 აპრილს, საქართველოს მხრიდან რუსეთთან მიმართებაში ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეჩერების საკითხი კვლავ ძალაში რჩება.

გმადლობთ, მოვითხოვთ აღნიშნული განცხადების ასახვას დღის წესრიგში“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, „ღია ცის“ შესახებ ხელშეკრულება წარმოადგენს შეიარაღების კონტროლის მნიშვნელოვან კომპონენტს და წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებით ხელს უწყობს სამხედრო მიმართულებით გახსნილობასა და გამჭვირვალობას. აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2002 წელს და მისი წევრია 34 სახელმწიფო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღია ცის“ საკონსულტაციო კომისიის მიერ 2019 წლის სადამკვირვებლო ფრენების კვოტების გადანაწილებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებაც გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და იმედს გამოთქვამს, რომ „ღია ცის შეთანხმების“ ფართომასშტაბური შესრულება აღდგება, რისი მთავარი ნაწილი სწორედ სადამკვირვებლო ფრენებია. რუსეთის მტკიცებით, „ღია ცის შეთანხმებისშესრულების ერთწლიანი შეჩერების მიზეზი თბილისის მხრიდანვალდებულებების უხეში დარღვევა, მისი მფარველების უპასუხისმგებლო ქმედება, ასევე შეთანხმების მონაწილე ზოგი სახელმწიფოს პასიურობა გახდა.