სამართალი
რუსეთი ტარიელ ონიანს ესპანეთს გადასცემს

oniani_tarieliროგორც გაზეთი "კომერსანტი" იუწყება, რუსეთი ესპანურ მხარეს ტარიელ ონიანის გადაცემაზე დასთანხმდა.

თავის მხრივ, ონიანთან პრეტენზიები რუსულ მართლმსაჯულებასაც აქვს. მოსკოვი მას ბიზნესმენ ჯონი მანაგაძის გატაცებასა და მისთვის 500 000 დოლარის გამოძალვაში ადანაშაულებს.

რუსული მხარე კრიმინალური ავტორიტეტის ესპანეთისთვის გადაცემას იმით ამართლებს, რომ ტარიელ ონიანი რუსეთის მოქალაქე არ არის. ეს კი ესპანეთში მისი ექსტრადირების საშუალებას იძლევა. ამ დროისთვის მისი ექსტრადირების ვადას აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, ესპანეთში ტარიელ ონიანს დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზებასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

ტარიელ ონიანი 2009 წლის ივნისში დააკავეს და მას შემდეგ საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება.